Wednesday, November 11, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

        დღეს დავასრულეთ  ტრენინგის  კურსი, რითაც ვისწავლეთ პროექტის მომზადება. გავეცანით  ჯგუფის  წევრების მიერ  მომზადებულ  პროექტებს. შევაფასეთ  ერთმანეთის  ნამუშევარი. ეს  დღე განსაკუთრებით  საინტერესო და შრომისნაყოფიერი  იყო. ამავდროულად  გულდასაწყვეტი,  რადგან დავამთავრეთ და   ვემშვიდობებით  ერთმანეთს.
      დიდი  მადლობა ჩვენს  ტრენერს  საინტერესო  და  საქმიანი დღეებისათვის.
      ყველა  მონაწილეს  ვუსურვებ  წარმატებებს.

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

Friday, November 6, 2015

ტრენინგის მერვე დღე

ვიმუშავე პროექტის გზამკვლევის, ფასილიტაციის მასალების მომზადებაზე. 

Wednesday, November 4, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

გავიგეთ თუ როგორ უნდა გავითვალისწინო პროექტებზე მუშაობის დროს მოსწავლეთა საჭიროებები. ვისაუბრეთ დიფერენცირებული სწავლების ტიპებზე. 

Friday, October 30, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

მთელი დღე ვიმუშავე მოსწავლეთა ნაშრომების შექმნაზე და შეფასების სქემების მომზადებაზე. 

Friday, October 23, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

დავიწყე სასწავლო პროექტის პორტფოლიოს მომზადება.

გეგმაში გავწერე პროექტზე მუშაობის შეფასების სქემა. 

Wednesday, October 21, 2015

ტრენინგის მესამე დღე

დავიწყე სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა, მოვიძიე ეროვნულ სასწავლო გეგმაში პროექტის შესაბამისი სტანდარტი და გადმოვიტანე გეგმაში. შევიმუშავე პროექტის მიზნები.
დავწერე მიმართულების მიმცემი შეკითხვები.

Friday, October 16, 2015

ტრენინგის მეორე დღე

Wednesday, October 14, 2015

ტრენინგის პირველი დღე

  • ინტელის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა
  • პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა თითოეული მოდულის მასალების შესანახად
  • პროექტის გეგმის შაბლონის, პორტფოლიოს რუბრიკისა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშების გაცნობა
  • პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომის განხილვა